მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს - რა ტიპის პრობლემები აქვს მას, როგორც მან განაცხადა ღიად ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და წარმატებები
tbl.ge/324l
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომაზე.
ამავე თემაზე
- მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად აირჩიეს
- პარლამენტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია
- უზენაესი სასამართლო: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ე.წ ვეტინგის პროცედურის დანერგვას
- პარლამენტმა ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა
- კოალიცია: უზენაესის მოსამართლეების შერჩევის მომაწესრიგებელი დადგენილების პროექტი პრობლემურია




