იტალიის პრემიერმინისტრთან, ჯუზეპე კონტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პუტინის მოთხოვნების მიუხედავად რუსეთისათვის სანქციების მოხსნას არ აპირებს.
"რუსეთისათვის დაწესებული სანქციები დარჩება ისე, როგორც არის." თქვა მან.
მან "ნორდსტრიმის" გაზსადენიდან რუსული ბუნებრივი აირის მიღების გამო გერმანიაც გააკრიტიკა.
ჯუზეპე კონტემ თქვა, რომ სანქციების მოხსნა "წარმოუდგენელია".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნას არ აპირებს, სანამ რუსეთი ყირიმზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.
"ნორდსტრიმის" და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხზე კრიტიკა ტრამპმა 11-12 ივლისს გამართული ნატოს სამიტის შემდეგაც გააჟღერა:
„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“- მიმართა ტრამპმა სტოლტენბერგს.
რაც შეეხება ჯუზეპე კონტეს, ის მხარს უჭერდა ტრამპის მოწოდებას მოლაპარაკებებში რუსეთის დაბრუნების თაობაზე. იტალიის პარლამენტში გამოსვლისას მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ავტომატურად არ უნდა განუახლდეს და რომ მხარს უჭერს რუსეთთან უფრო გახსნილ პოლიტიკას.