ტყის ხანძარი

ლოს-ანჯელესთან ტყის ხანძრის გამო, 12000-მდე ადამიანია ევაკუირებული

კალიფორნიაში ტყის მასივები იწვის. ხანძრის გამო, ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებიდან 12 000-მდე ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ცეცხლი 15 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. სტიქიამ უკვე გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. 

კალიფორნიის პოლიციამ ერთი საეჭვო ადამიანი დააკავა, რომელიც ტყეში ხანძრის გაჩენის შეტყობინების მიღებამდე, ხანძრის მთავარ კერასთან შენიშნეს.

ტყის მასივებში გავრცელებული ხანძარი ქვეყნის კიდევ 13 შტატში მძვინვარებს. სტიქიამ საერთო ჯამში ნახევარ მილიონამდე ჰექტარი ფართობი მოიცვა. დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარები