იაპონია

იაპონიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, 65 ადამიანი გარდაიცვალა

იაპონიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, 65 ადამიანი გარდაიცვალა. მათი უმეტესობა ხანდაზმულია. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, 41 გრადუსს გადააჭარბა. 

22000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სინოპტიკოსების თქმით, მაღალი ტემპერატურა იაპონიაში აგვისტოშიც შენარჩუნდება. 41 გრადუსი იაპონიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული ტემპერატურა სეზონის საშუალო მონაცემს თითქმის 12 ნიშნულით აღემატება

კომენტარები