ყაზახი მოციგურავე, დენის თენი ყაჩაღებმა მოკლეს. ის თავდასხმის დროს მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. თავდამსხმელები მისი მანქანიდან სარკეების მოპარვას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, ის 1994 წელს დაბადებული ნურალი ქიასოვია, მან დანაშულში მონაწილეობა აღიარა.
იდენტიფიცირებულია მეორე დამნაშავეც, სამართალდამცველები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
თენი ერთადერთი ყაზახი მოციგურავეა, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიგო - 2014 წლის სოჭს ოლიმპიადაზე ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ასევე, მიღებული აქვს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები 2013 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე.