იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე 30 ივლისს ვაშინგტონს ეწვევა და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
"იტალია NATO-ს მნიშვნელოვანი მოკავშირეა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სტაბილურობისათვის. აშშ და იტალია გააღრმავებენ თანამშრომლობას გლობალური კონფლიქტების გადასაჭრელად და ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის." ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯუზეპე კონტე და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დიდი შვიდეულის სამიტზე გასულ თვეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ კონტე "შესანიშნავი პიროვნებაა" და იტალიელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. მან იტალიის პრემიერმინისტრი თეთრ სახლში მიიწვია.
თავის მხრივ კონტემ მხარი დაუჭრია ტრამპის მოწოდებას მოლაპარაკებებში რუსეთის დაბრუნების თაობაზე. იტალიის პარლამენტში გამოსვლისას მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ავტომატურად არ უნდა განუახლდეს და რომ მხარს უჭერს რუსეთთან უფრო გახსნილ პოლიტიკას.