K POP

Black Pink-ის ვიდეომ გოგოების K pop ჯგუფებს შორის ნახვების რეკორდი მოხსნა

კორეული პოპ-ჯგუფის, Black Pink-ის ახალმა მუსიკალურმა ვიდეომ, DDU-DU DDU-DU იუთუბზე 70 მილიონ ნახვას გოგონათა ჯგუფებს შორის ყველაზე სწრაფად მიაღწია. 

ვიდეო იუთუბზე 15 ივნისს გამოქვეყნდა, 5 დღეში კი 20 ივნისს, კორეის დროით საღამოს 6:22 საათზე, მას უკვე 70 მლნ ნახვა ჰქონდა. 

DDU-DU DDU-DU-მ ყველა რეკორდი მოხსნა გოგოების კორეულ პოპ ჯგუფებს შორის. წინა რეკორდი TWICE-ის სიმღერას, Likey-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 70 მილიონ ნახვას 17 დღეში მიაღწია.
 

კომენტარები