გირჩი

გირჩი ყრილობისთვის 40 კილოგრამ ღორის მწვადის ყიდვას აპირებს

გირჩი

გირჩი 40 კილოგრამ ღორის მწვადის მიწოდებაზე ღია ტენდერს აცხადებს. როგორც ტაბულას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მწვადის ყიდვას ყრილობისთვის გეგმავენ, რომელიც 23 ივნისს გაიმართება.

გირჩი დაბალი ფასისა და მაღალი ხარისხის მქონე მწვადს ითხოვს.

ტენდერის შესახებ განცხადება გირჩმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და მომხმარებლებს სთხოვა კომენტარებში დათაგონ შესაბამისი რესტორნები.

გირჩის ყრილობა 23 მაისს, 16:00 საათზე, პარტიის ოფისში გაიმართება.

კომენტარები