თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა BEKO-ს ფილიალი გაძარცვეს. სათვალთვალო კამერამ გადაიღო რომ 16 ივნისს დილის 06:44 წუთზე მძარცველები მაღაზიაში შეიჭრნენ და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში სმარტფონების მოპარვა შეძლეს.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პოლიციას დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებია, გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
იმედთან Beko-ს მენეჯერმა განაცხადა, რომ წინა კვირას მათი გლდანის ფილიალი გაძარცვეს.





