საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა. IRI-ს მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მამუკა ბახტაძეს პოლიტიკოსთა შორის ცნობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მოსახლეობის 55%-მა საერთოდ არ იცის ვინაა მამუკა ბახტაძე.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუსმიშვილი ჩაანაცვლა. ბახტაძე იქამდე საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობდა. მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა განახევრდა.
მამუკა ბახტაძის შესახებ საინტერესო ფაქტია ის რომ მან 2012 წლის აგვისტოში 20,000 ლარი შესწირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
მამუკა ბახტაძის შესახებ მამუკა ბახტაძის შესახებ, 2013 წლის 9 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა განცხადა, რომ რომ ის "კარგი ბიჭია."





