რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის მთავრობა მოსახლეობას მინიმალურ საპენსიო ასაკს გაუზრდის

Tass

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა წარადგინა პროექტი, რომლის შედეგადაც რუსეთში მინიმალური საპენსიო ასაკი გაიზრდება. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 60-დან 65 წლამდე გაიზრდება, ქალებისთვის კი საპენსიო ასაკი 55-დან 63 წლამდე გაიზრდება.

ცვლილება ეტაპობრივად მოხდება, კაცებისთვის ასაკის ზრდა 2028 წელს, ხოლო ქალებისთვის კი 2034 წელს დასრულდება. 

დიმიტრი მედვედევის თქმით, საპენსიო ასაკის გაზრდა ქვეყანას საშუალებას მისცემს მთავრობას, თანხები პენსიის გაზრდაზე მიმართოს.

საპენსიო ასაკის ცვლილებას მთავრობა ქვეყნის შეცვლილ დემოგრაფიას უკავშირებს, 2024 წლისთვის კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელი, ხოლო ქალებისთვის კი 80 წელი იქნება. 

კომენტარები