ვაკეში, მოსეშვილის ქუჩაზე სროლა იყო. შემთხვევა 12 ივნისს, საღამოს საათებში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა 9 ტყვიის მასრა ამოიღეს.
"ამ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა", - აცხადებს შსს.





