NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი შენობის დაზიანების გამო დროებით სამუშაო სივრცის გამოყოფას ითხოვს

ოთხშაბათი, 6 ივნისი, 2018 - 13:24
tbl.ge/2ynn
დაკოპირდა

საქართველოს სახალხო დამცველი კერძო და საჯარო უწყებებს მიმართავს თხოვნით, აპარატის თანამშრომლებს დროებით სამუშაო სივრცე დაუთმონ.

ნინო ლომჯარია ფეისბუქზე წერს, რომ 5 ივნისის მიწისძვრამ შენობა უფრო დააზიანა და ნგრევის შემთხვევაში, გართულდება იმ ადამიანების ევაკუაცია, ვინც მიწის ქვედა სართულებზე მუშაობს.

"მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით", - წერს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარია დაზიანებული შენობის ფოტოებსაც ავრცელებს:

ომბუდსმენის აპარატის შენობა წლებია, დაზიანებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობას სპეციალური წერილითაც მიმართეს, სადაც ომბუდსმენის აპარატისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.

საქართველოს სახალხო დამცველიომბუდსმენინინო ლომჯარია

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026 - 14:13სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა – აპარატი
  • ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2025 - 13:08განცხადება პირად მიზნებს ემსახურება, სპეკულირებს ოკუპაციით – ომბუდსმენი Reformerfitness-ზე
  • ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2025 - 18:52შენობის მდგომარეობა კრიტიკულია – ომბუდსმენი ბოლნისის სოციალურ საცხოვრისზე
  • პარასკევი, 30 სექტემბერი, 2022 - 12:25სახალხო დამცველის კანდიდატობაზე განაცხადი 19-მა ადამიანმა შეიტანა
  • ოთხშაბათი, 4 მაისი, 2022 - 19:39სახალხო დამცველი: იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად ვარ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-ში, ედვარდსის ბაზაზე ბომბდამშენი B-52 აფრენიდან მალევე ჩამოვარდა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 00:54

აშშ-ში, ედვარდსის ბაზაზე ბომბდამშენი B-52 აფრენიდან მალევე ჩამოვარდა

 Amnesty International საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 23:56

Amnesty International საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

"ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს" - კობახიძემ ვუჩიჩს უმასპინძლა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 23:51

"ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს" - კობახიძემ ვუჩიჩს უმასპინძლა

დავბრუნდები უფრო ძლიერი. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში - თოფურია გეიჯის
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 22:13

დავბრუნდები უფრო ძლიერი. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში - თოფურია გეიჯის

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 21:27

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ყველაზე კითხვადი

ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
1ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
2DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
3მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
4მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
5შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში