თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა

კვირიკაშვილი: წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა გონივრულ საფუძველს მოკლებულია

Giorgi kivirkasvhili

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია. 

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ NGO-ების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. 

"ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომმთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართოსაზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა", - აცხადებს კვირიკაშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ განცხადება დღეს გააკეთეს. ისინი არ აპირებენ, დაასახელონ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ. 

ორგანიზაციების მოთხოვნის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ

კომენტარები