შსს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე და 173 მუხლითა არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდა. აქციაზე არ იმყოფება ზაზა სარალიძე.

კომენტარები