ხორავას ქუჩის საქმე

კობახიძე დეპუტატებს: მინდა გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას

საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება კონკრეტულ საქმეზე. არავითარი სუბიექტური ინტერესი ხელისუფლებას ამ საქმესთან მიმართებით არ აქვს. შესაბამისად, ერთადერთი ინტერესია, გაირკვეს თითოეული დეტალი ამ საქმის და გაირკვეს ის, თუ რა და როგორ მოხდა.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, სამართალი აღსრულდება ამ საქმეზე და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი, რომელმაც დაამარცხა უსამართლო რეჟიმი და რომელმაც დაამკვიდრა სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან და ამ მონაპოვარს ჩვენ განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით, არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ შეეხოს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. უსამართლობა და სიბინძურე ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს. ეს არის დღევანდელი რეალობა.

მე მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი შინაგანი რწმენით მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას კომისიის შექმნის თაობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

კომენტარები