IRI-ს კვლევა

არჩევნები რომ იყოს - ოცნება 27%, ენმ - 17%, ევროპული საქართველო 7%, არცერთი/არ ვიცი - 33%

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IRI-მ მოსახლეობას დაუსვა კითხვა ამ კვირას რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას. შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 27%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 17%
  • ევროპული საქართველო - 7%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • პატრიიოტთა ალიანსი - 4%
  • დემოკრატიული მოძრაობა (ბურჯანაძე) - 3%
  • ახალი საქართველო - 2%
  • თავისუფალი დემოკრატები - 1%
  • გირჩი - 1%
  • სხვა - 0.5%
  • არ ვიცი/არცერთი/არ მაქვს პასუხი - 33%

IRI-მ მოსახლეობას არჩევნების შესახებ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, რომელია პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდით? ამ კითხვაზე ყველაზე მეტმა - 27%-მა განაცხადა რომ ხმას არასდროს მისცემდა ქართულ ოცნებას.

რომელ პარტიას არ მისცემდით არასდროს ხმას?

  • ქართული ოცნება - 27%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 24%
  • დემოკრატიული მოძრაობა (ბურჯანაძე) - 10%
  • გირჩი - 9%
  • პატრიიოტთა ალიანსი - 9%
  • ლეიბორისტული პარტია - 8%
  • ევროპული საქართველო - 7%
  • ახალი საქართველო - 6%
  • რესპუბლიკელები - 5%
  • თავისუფალი დემოკრატები - 3%

კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით.
მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ
იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები