სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი, 1967 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის მაისში ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარა.
"რამდენიმე დღის შემდეგ, კ.დ.-მ მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც სამკაულები და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს" - აცხადებს უწყება.
გამოძიება ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





