შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის განყოფილებაში 30-მდე პირი გადაიყვანეს. მათი ნაწილი - ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
თოლორაიას განცხადებითვე, შსს მაქსიმალურად უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის თავისუფალი აზრის გამოხატვას.
ამ დროისთვის, პარლამენტის ძველ პარლამენტთან ორგანიზაცია ქართული იდეის წევრები არიან შეკრებილები. ისინი კანცელარიასთან გადასვლას აპირებენ, რათა ლგბტ თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციის ჩატარება ვერ შეძლონ. სწორედ მათი ერთერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი დააკავეს ცოტა ხნის წინ გამოკითხვის მიზნით.
19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ. მას შემდეგ, რაც "თანასწორობის მოძრაობამ" შეკრება გააუქმა, აქტივისტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, აქცია მაინც გამართოს. მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეებს მისვლა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე ორგანიზებულად, შსს-ს დახმარებით.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.





