17 მაისი

ბესელია ნეოფაშისტებზე: მიმდინარეობს შესწავლა, არღვევს თუ არა მათი მოწოდებები კანონს

მსგავსი ორგანიზაციები ვის მიმართაც არსებობს კითხვები, მე როგორც მოვიძიე ინფორმაცია და დავსვი ეს კითხვები ვიცი, რომ შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. ანუ უნდა იყოს შესწავლილი სიმბოლიკები თუ ატრიბუტები თუ ა.შ. რაზეც არის ბოლო დღეებში საუბარი. ეს არის თუ არა ის შემთხვევა, რომელიც კანონით პირდაპირ არის აკრძალული. იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში განცხადებები კეთდებოდა მაგრამ რეალურად რეალობასთან ის არ იყო ახლო. რაც შეეხება კითხვას -ხელისუფლებასთან არიან თუ არა კავშირში ეს ორგანიზაციები, ეს არის მხოლოდ ბრალდება

ნეოფაშისტური ჯგუფების გააქტიურებასთან დაკავშირებით ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კომენტარები