17 მაისი

შსს: 2 პირი დავაკავეთ, "ეროვნული ერთობის" წევრები კი გამოკითხვაზე გადავიყვანეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც უწყებამ წვრილმანუ ხულიგონობის ფაქტზე 2 პირი დააკავა. უწყების იფნრომაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ნეოფაშისტური დაჯგუფება "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრები.

"17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -თავისუფლების მოედნისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები