პარტიაში ალბათ გაგრძელდება ცხოვრება იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენ გვაქვს იმთავითვე აღებული, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რეფორმების მეორე ტალღა არის ის, რაზეც უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს არის ინსტიტუციური რეფორმა პარტიის შიგნით, საჭიროა ბევრი მიმართულებით პარტიის გაძლიერება - იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, იგივე ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებით. არაერთი მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენ პარტიული მუშაობა. ანალიტიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შესაძლებლობების განვითარება. პარტია უნდა გახდეს ერთგვარი ე.წ. Think Tank (ანალიტიკური ცენტრი) ამ სისტემაში, რომელიც დამატებითი რგოლია, რომელიც აანალიზებს პოლიტიკებს, პოლიტიკურ ცხოვრებას.
tbl.ge/2wyd
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




