პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს მიმართავს. 

“ჩემი დღევანდელი გამოსვლა მე-5 გამოსვლაა და გადავწყვიტე ყოფილიყო შემაჯამებელი იმ პერიოდის და იმ ბოლო წლების, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით. და ამ 5 წლის შეჯამებით შევეცდები წარვსდგე თქვენ წინაშე. ბუნებრივია ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. დთეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც შემოქმედი იყო ამ პროცესის, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა. იმიტომ რომ ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი." - მიმართა მარგველაშვილმა დეპუტატებს. 

პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც ესწრებიან. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატები გაიმართება. საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15-წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.

კომენტარები