ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა

ზაზა სოფრომაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. სამინისტროს ინფორმაციით, სოფრომაძე პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. სამინისტროს ინფორმაციითვე, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ეყოლება. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე - მიხეილ დუნდუა იქნება. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა. ახალი მოადგილეები უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.

კომენტარები