ტელევიზია

NDI: რომელ არხს ენდობით - იმედი 33%, რუსთავი 2 - 27%, საზმაუ 4%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის მარტი-აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-იმ მოსახლეობას დაუსვა კითხვა ტელევიზიების მიმართ მათი ნდობის შესახებ. გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ იმედს ენდობა, 27% კი რუსთავი ორს.

ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად?

  • იმედი - 33%
  • რუსთავი 2 - 27%
  • არცერთი - 22%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4%
  • TV პირველი - 2%
  • ობიექტივი - 2%
  • პალიტრა - 2%
  • სხვა- 4%
  • არ ვიცი - 5%
  • უარი პასუხზე - 1%

NDI-ის მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევას თუ შევადარებთ ამ მონაცემებს დავინახავთ რომ რუსთავი 2-ის ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია. ახლა გამოქვეყნებული კვლევისგან განსხვავებით წინა კვლევაში რამდენიმე პასუხის არჩევა იყო შესაძლებელი, ამიტომაც პროცენტების ჯამი 100%-ს აჭარბებს.

ყველაზე მეტად რომელ არხებს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად?

  • იმედი - 46%
  • რუსთავი 2 - 46%
  • არცერთი - 19%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 9%
  • TV პირველი - 4%
  • მაესტრო - 3%
  • რუსეთის პირველი არხი - 3%
  • ობიექტივი - 3%
  • აჭარა - 2%
  • GDS - 2%
  • პალიტრა - 2%

NDI-იმ მოსახლეობას კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც დაუსვა კითხვა. გამოკითხულთა 28%-ის აზრით საზმაუს სარედაქციო პოლიტიკა მთავრობის ინტერესებს ასახავს.

  • პირველ არხზე პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების გაშუქება ასახავს მთავრობის ინტერესებს - 28%
  • პირველ არხზე პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების გაშუქება ძირითადად ნეიტრალურია - 33%
  • პირველ არხზე პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების გაშუქება ოპოზიციის ინტერესებს ასახავს - 3%
  • არ ვიცი - 34%

რაც შეეხება ტელევიზიის მაყურებელთა მთლიან რაოდენობას, NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72%-ისთვის ტელევიზია ინფორმაციის პირველადი წყაროა. 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტელევიზიას ინფორმაციის ძირითად წყაროდ 61% ასახელებდა. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები