ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი სადემარკაციო ხაზთან ჩამოართვეს. 1953 წლის კორეის ომის შემდეგ, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი მმართველია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია. "ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა“, - დაწერა კიმ ჩენ ინმა მშვიდობის სახლში, სპეციალურ წიგნში.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები
კიმ ჩენ ინის დელეგაცია დემილიტარიზებულ ზონაში შევიდა

ფოტო: Inter-Korean Summit Press Corps
კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ხელი პირველად ჩამოართვეს


ფოტო სამხრეთ კორეის მხარეს შეკრებილი მედიისთვის

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კორეული სახელმწიფო მედიისთვის იღებენ ფოტოს

ფოტო: Inter-Korean Summit Press Corps
კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი სამხრეთ კორეის საზღვარს კვეთენ



კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ბავშვებთან ერთად იღებენ ოფიციალურ ფოტოს

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი მოლაპარაკებათა მაგიდამდე მისვლამდე წითელ ხალიჩას და საპატიო ყარაულს გადიან

ფოტო: Inter-Korean Summit Press Corps
კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ორი ქვეყნის ჰიმნს ისმენენ


მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო დელეგაციას, პარლამენტის თავმჯდომარეს (მარცხნივ) და კიმ ჩენ ინის დას კიმ იონ ჯონგს (მარჯვნივ) შეხვდა

კიმ ჩენ ინი მშვიდობის სახლში აკეთებს ჩანაწერს

კიმ ჩენ ინის ჩანაწერი: "ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა"

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი მოლაპარაკებათა დაწყების წინ

ფოტო: Inter-Korean Summit Press Corps
კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი მოლაპარაკებათა მაგიდასთან

შეხვედრის დასრულების შემდეგ: კიმ ჩენ ინს დაჯავშნილი ლიმუზნის გარშემო მისი პირადი მცველები მიჰყვებიან

ფოტო: Inter-Korean Summit Press Corps
დღემდე ორი ქვეყანას შორის ორი სამიტი გაიმართა. ორივე მათგანი ფხენიანში - 2000 და 2007 წლებში.
2007 წელს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ნო მუ ჰიენმა კიმ ირ სენთან შეხვედრისას დენუკლეარიზაციის საკითხი განიხილა, თუმცა მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ 6 ბირთვული გამოცდა ჩაატარა.




