მსოფლიო ჩემპიონატი 2018

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვში ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვი ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვას გეგმავს. ქალაქის გარკვეულ ნაწილებში ალკოჰოლის გაყიდვა არა მხოლოდ მატჩების დღეს, არამედ წინა დღეებშიც აიკრძალება. შეზღუდვები დაწესდება შუშის ბოთლით სხვა ტიპის სასმელების გაყიდვაზეც.  

ამავდროულად ქალაქის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინტოქსიკაციის შემთხვევების გასამკლავებლად პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მაქსიმალურ მობილიზებას უზრუნველყოფენ. 

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 2018 წლის 14 ივნისს გაიხსნება და 15 ივლისს დასრულდება. მოსკოვში ტურნირის რამდენიმე მატჩი - მათ შორის გამხსნელი, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. 

კომენტარები