ფემიციდი

თოლორაია: ვეფხია ბაქრაძეზე შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს

იმ კონკრეტულ მომენტში, არ არსებობდა სხვა ღონისძიების [გარდა შემაკავებელი ორდერისა] გამოყენების არც საჭიროება და არც აუცილებლობა. მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა რისკებს. შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვინმეს სიცოცხლეს ან ჯამრთელობას ემუქრებოდეს საფრთხე. შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და მითუმეტეს, იგი საერთოდ არ შეიცავდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მოძალადე საშიში ყოფილიყო იმ გოგონასთვის, რომლის მკვლელობაც შემდეგ მან განახორციელა. ასეთი ინფორმაცია შემოტანილ განცხადებაში არ იყო და აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აგვანახა, რომ მომართვა სამართალდამცავი ორგანოსთვის უნდა მოხდეს დროულად და მასში სრული სიცხადით უნდა იყოს აღწერილი ფაქტის სიმძიმე ყოველგვარი შელამაზების გარეშე

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შეტანილი განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

კომენტარები