რუსეთი

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

MAXIM BORODIN/FACEBOOK

ეკატერინბურგში რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში დაქირავებული ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ დაწერა, მე-5 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მძიმედ დაშავადა. მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, შემთხვევა თვითმკვლელობას არ ჰგავს, თუმცა არც კრიმინალური ხასიათისაა. გარდაცვლილის ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბინაში არც არავინ შესულა და ბინა არც არავის დაუტოვებია. 

ბოროდინის მეგობარმა ვიაჩესლავ ბოშკოვმა ბოროდინს "პრინციპული, პატიოსანი ჟურნალისტი" უწოდა და განაცხადა, რომ ბოროდინი მას 11 აპრილს დაახლოებით დილის 5 საათზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის აივანზე ნიღბიანები და შეიარაღებულები იყვნენ.

მოგვიანებით, ბოროდინმა თქვა, რომ უსაფრთხოების დაცვის წევრები სავარჯიშო წვრთნებს გადიოდნენ.

Novy Den-ის მთავარმა რედქატორმა, სადაც ბოროდინი მუშაობდა, თქვა, რომ მას თავის მოკვლის არანაირი მიზეზი ჰქონდა.

გასულ კვირას, ბოროდინმა რუს დაქირავებულ ჯარისკაცებზე "Wagner Group"-ზე დაწერა, რომლებიც სირიაში 7 თებერვალს აშშ-ის ძალებთან შეტაკებაში დაიღუპნენ. დაქირავებულები, სავარაუდოდ, სირიის სამთავრობო ძალების რიგებში იბრძოდნენ.

კომენტარები