პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი ბაქრაძის შეწყალებაზე: შეძრწუნებული ვარ იმ შეცდომით, რომელიც დავუშვით

რას ნიშნავს რა დონეზე? შეძრწუნებული ვარ, როგორც ამ მოვლენით, ასევე იმ შეცდომით, რომელიც ჩვენ დავუშვით. შეიძლება, ეს უნებლიე შეცდომა იყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, დღეს რომ ვუყურებთ, ყველა შემადგენელს, რის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, შეიძლება სწორედ აქეთ გვიბიძგებს, რომ მიგვეღო. მაგრამ ის რომ ჩვენ დაგვემართა, ფაქტია. მერე რა, რომ ჩვენ რომ არ შეგვეწყალებინა, ეს ადამიანი მაინც უკვე გარეთ იქნებოდა, ეს არ გვიმსუბუქებს ჩვენ მორალურ ტვირთს, ფაქტია, რომ ეს მოხდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კითხვაზე, რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე ერთი წლის წინ თავად შეიწყალა.

კომენტარები