რუსეთის ეკონომიკა

რუბლი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა, ერთი დოლარი 64 რუბლი ღირს

Bloomberg

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუბლმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ამ დროისთვის ერთი დოლარი 64 რუბლი ღირს, ასეთი დაბალი რუბლის კურსი ბოლოს 2016 წელს იყო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები პარასკევს დაუწესა. სანქცირებულთა შორის ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვაში არსებული ოლიგაქრები მოხდვნენ. მათმა დანაკარგმა ბოლო რამდენიმე დღეში $16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

სანქცირებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანაკარგი მილიარდერ ოლეგ დერიპასკას აქვს. მისმა კომპანია Rusal-მა ორშაბათს ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. Rusal-ი მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მასზე გლობალურად ალუმინის მოპოვების 7% მოდის.

სხვა მილიარდერების დანაკარგები ასეთია:

  • Norilsk Nickel-ის მფლობელმა ვლადიმირ პოტანინმა $2.2 მილიარდი დაკარგა, კომპანიის აქციების ღირებულება 19%-ით გაუფასურდა;
  • ლუკოილის მფლობელმა ვაგიტ ალეკპეროვმა ბოლო რამდენიმე საათში $1.4 მილიარდი დაკარგა;
  • რენოვა ჯგუფის მფლობელმა ვიქტორ ვეკსელბერგმა $1.3 მილიარდი დაკარგა.

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა მოიძიონ გზები, რათა აშშ-ს წინააღმდეგ რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგას. ამ დროისთვის უცნობია თუ რა იქნება კრემლის პასუხი. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კრემლმა, სავარაუდოდ ის ამერიკის ეკონომიკისთვის ბევრად ნაკლებად დამაზიანებელი იქნება, რადგანაც რუსეთს გლობალურ ეკონომიკაზე არ აქვს აშშ-ს მასშტაბის გავლენა. 

კომენტარები