კანადაში, სატვრითო მანქანისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.
ისინი ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის, The Humboldt Broncos წევრები იყვნენ. მათი ასაკი 16-დან 21 წლამდეა.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში, მძღოლის ჩათვლით, სულ 28 ადამიანი იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მოხდა. The Humboldt Broncos-ის წევრები მატჩზე მიემგზავრებოდნენ.





