დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

გაეროში რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთს: ცეცხლს ეთამაშებით და ინანებთ

ვასილი ნებენზია
AFP

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ დიდი ბრიტანეთი "ცრუ ისტორიის" გამოგონებაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ "ცეცხლს ეთამაშებიან" და ამას ინანებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავარ მიზანს დაუსაბუთებელი ბრალდებებით რუსეთის დისკრედიტაცია წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ადანაშაულებს. გავრცელდა ცნობა, რომ გამოძიება "ნოვიჩოკის" დამზადების ადგილად მოსკოვის შემოგარენს მიიჩნევს. ნებენზიას თქმით, მიუხედავად აშკარად რუსული სახელისა, "ნოვიჩოკზე" რუსეთს საავტორო უფლებები არ აქვს და ის სხვა ბევრ ქვეყანაშიც შექმნეს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს გამოძეიბაში ჩართვის თხოვნაზე უარი უთხრა. გაეროში დიდი ბრიტანეთის წამომადგენლის თქმით ეს იგივე იქნება, რომ ცეცლის გამჩაღებელმა მის მიერ გაჩენილი ხანძრის მიზეზები გამოიძიოს.

იულის კრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. სერგეი სკრიპალის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

კომენტარები