ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფრომაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებულის ვინაობა უკვე დადგენილია.
გავრცელებული ინფორმაციით მოზარდი ფეხის არეში არის დაჭრილი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





