გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე: თითო ოჯახს 3-4 მანქანა ყავს, ზოგჯერ ეჭვი მეპარება ხალხის სიღარიბეში

ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული ამბავია - ვერ გაგვივლია, იმიტომ რომ თითო ოჯახს 3 და 4 მანქანა ყავს, ამდენი მანქანა მე არ ვიცი, სადმე ვინმეს ყავდეს, ხანდახან ეჭვი მეპარება ამაში (სიღარიბეში). კი, როგორ არა, არიან ადამიანები, ვისაც უჭირს, მაგრამ არც ისე ცოტა კატეგორიამ ადამიანებისა მოახერხა ისე, რომ აქვთ შესაძლებლობა - საჭმელი, სასმელი, რაღაცა ესეთი. ამიტომ, ჩვენ უ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ როგორც ერთმა თქვა, ვისაც შეძლება აქვს, იმას მეტი ჰქონდეს და ვინც ღარიბია, იმან მოახერხოს და უფრო შეძლებულებში გამოვიდეს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში სიღარიბის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. 

კომენტარები