ძალადობა

22 წლის ახალგაზრდამ 13 წლის ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. 

შემთხვევა დღეს, 28 მარტს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში მოხდა. უწყების ცნობით, 1996 წელს დაბადებულმა აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა-მ 13 წლის ბიჭზე ძალადობა სცადა. შსს აცხადებს, რომ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

რუსთავი 2-ის ცნობით, ბიჭმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, საპატრულო პოლიცია ყვირილის და ხმაურის გამო მეზობლებმა გამოიძახეს. მას სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები