ძალადობა

ქარელში მამამ შვილი სცემა - დაკავებულია 1 პირი

ქარელში მამამ შვილი სცემა, ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.

მოზაიკას ცნობით, მამა შვილს არასასურველ მამაკაცზე დაოჯახებას აიძულებდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. 

კომენტარები