კრიმინალი

დინამოს ტერიტორიაზე მანქანაში სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერა აღმოაჩინეს

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში გუშინ, 21:06 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ "დინამო არენას" ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა უცხო ნივთი შენიშნა.

"შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი", - აცხადებენ უწყებაში.

შსს არ ამბობს კონკრეტულად რა აღმოაჩინეს მანქანაში, თუმცა სხვადასხვა მედიაში გავრცლეებული ინფორმაციით, ეს სათვალთვალო კამერაა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები