ღამის ეკონომიკის განვითარება

ელისაშვილი: რა ღამის ეკონომიკა, რა დოლ-გარმონის და ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია

რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რეებს იგონებენ საერთოდ?! ქალაქის მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური. მორჩა და გათავდა. დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც. რეებს იგონებენ, სირცხვილია საერთოდ. ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც.

თქვა ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ პროდუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელად დანიშნა.

კომენტარები