ჩვენ გვყავს რაღაცა სტერეოტიპების მონა ხელისუფლება. მე პარლამენტში ვარ, მეორე წელია და ვაკვირდები რა პროცესს - ეს იან კელი, რომელიც ღვთის შეწევნით მოშორდა უკვე ჩვენს ქვეყანას, იყო ელჩი, რომელიც მუდმივად გვასწავლიდა, ვინ უნდა აგვერჩია, სად უნდა დაგვენიშნა, სახალხო დამცველი დაანიშნინა პარლამენტს იან კელიმ და ჩვენ ისეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე, რომ ერთი მხრივ, ამერიკული პოლიტიკა... სულაც არ არის ეს ამერიკული პოლიტიკა, ჩვენ ჩავრჩით ობამას ადმინისტრაციის ეპოქაში, და იქ ტრამპია უკვე, სულ სხვა პოლიტიკა ვითარდება აშშ-ში და ის მომენტი, რომ რაღაცის მძევლები ვართ, რაღაცა სტერეოტიპების, არ შეგვიძლია რაღაცის დოგმებთან დაპირისპირება, არ შეგვიძლია რაღაცის გადაბიჯება და ქვეყნის, სახელმწიფოებრივი ინტერესით ხელმძღვანელობა, გესმით?
tbl.ge/2t7c
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ობიექტივის ეთერში.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




