#მინდავენდოსასამართლოს

მშვენიერაძე: სასამართლოს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები ენდობიან, ხალხი - არა

არასოდეს არ გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც რიგითი მოქალაქეები ენდობოდნენ.

სამაგიეროდ, სასამართლოს ენდობოდა შსს, პროკურატურა, სხვა სახელმწიფო ორგანოები. ენდობოდნენ მეფის რუსეთის დროს, საბჭოთა კავშირის დროს, დამოუკიდებლობის პირველ წლებში, შევარდნაძის დროს, ნაციონალური მოძრაობის დროს. ენდობიან დღესაც, ყველანი, გარდა კერძო პირებისა.

დღესაც სასამართლოს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები ენდობიან, რომელთაც გარანტირებული შედეგი ელით მოსამართლე-ნოტარიუსებთან და კვლავ არ ენდობა ხალხი.

სასამართლოსადმი ნდობა მოაქვს არა კრიტიკის ჩახშობას, არა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, არა კლანურ მმართველობას, არამედ რეფორმებს, კვალიფიციურ მოსამართლეებს, სამაგალითო გადაწყვეტილებებს და სამართლიან მართლმსაჯულებას.

ხალხს უნდა, რომ ენდობოდნენ სასამართლოს, მაგრამ ჯერ ვერავინ გაბედა, მოსამართლეთა მორჩილებას შეელიოს

GDI-ის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე კამპანიის #მინდავენდოსასამართლოს ფარგლებში პოსტს აქვეყნებს

კომენტარები