კრიმინალი

თბილისში მაღაზიის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

თბილისში მაღაზიის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მოქალაქე ცივი იარაღის მუქარით ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს შსს.

კომენტარები