ყაჩაღობა

ყაჩაღობასა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, 16:20 საათზე, ზ.შ. ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.სენაკში მდებარე "ელექტროტექნიკის მაღაზიას" და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მაღაზიის მეპატრონეს მ.ც.-ს თანხის გადაცემა მოსთხოვა. მ.ც-მ წინააღმდეგობა გაუწია ზ.შ.-ს და სხვა პირების დახმარებით ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა წაართვა, რის შემდეგაც ზ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს", - აცხადებენ პროკურაში.

უწყების ინფორმაციით, ზ.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები