სასამართლო სისტემა

მოსამართლე, რომელმაც ბახალას 8 წელი მიუსაჯა, უვადოდ დაინიშნა

http://hcoj.gov.ge/ge/shorena-guntsadze

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე შორენა გუნცაძე, რომელმაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას, 8 წელი მიუსაჯა, საპენსიო ასაკამდე უვადოდ დანიშნა. 

კენჭისყრა დღეს გაიმართა. 

შორენა გუნცაძე მოსამართლედ 2005 წლიდან მუშაობს. იგი ასევე მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოსა და ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 2015 წლიდან კი გუნცაძე თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლეა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები