კრიმინალი

თბილისში 20 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, მას ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული

Getty Images

დღეს დილით თბილისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მას ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. ცხედარი თემქის დასახლებაშ იპოვეს.

"გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები