მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ამბობს, რომ "ბარიგა" პოროშენკო მას დაკავებისას ჩაფსმას აბრალებს

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ facebook-ზე აქვეყნებს ფოტოებს, რომელთაც სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო იყენებს იმისთვის, რათა მისი იმიჯი შეურაცხჰყოს. სააკაშვილის თქმით, ის აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში და ამ დროს საზოგადოება ნახავს, თუ "ვინ ჩაიფსამს ფოტოშოპის გარეშე".

"მშიშარა ბარიგა, ის და მისი ძმაკაცები ცდილობენ წარმომაჩინონ, როგორც მშიშარა და როგორც ყოველთვის, ახლაც ისინი იყენებენ მახინჯ სიყალბეს.

არ შეგეშინდეთ, მე აუცილებლად დავბრუნდები და დავლევ მის ჩაის და ამ დროს ვინ ჩაიფსამს შარვალში თვალნათლად დავინახავთ, ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

სააკაშვილი ახლა ნიდერლანდებში იმყოფება, მან ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება უკვე მიიღო. მისი თქმით, ის უკრაინის მოქალაქეობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

კომენტარები