საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის ორივე ქვეყანაში დაბრუნდება და ოლიგარქების მმართველობა დამთავრდება.
"მე დავბრუნდები უკრაინაშიც და დავბრუნდები საქართველოშიც, დამთავრდება ოლიგარქების მმართველობა ბევრად უფრო ჩქარა ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ჩვენს ორ ქვეყანას, მაგრამ მინიმუმ, უკრაინის შემთხვევაში შემიძლია ზუსტად გითხრათ და ამასვე ვგრძნობ საქართველოს შემთხვევაშიც - ხალხი დაიღალა უპერსპექტივობით, დაიღალა იმით, რომ საუკეთესო ნაწილი საზოგადოების გადის ქვეყნიდან. საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ერთი წლის გამოკლებით, ომის შემდგომი წლის, ჩვენ გვქონდა პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი, ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ საქართველო ივანიშვილის დროს დატოვა 700 000-მა ადამიანმა, ზუსტად იგივე ხდება უკრაინაშიც, ყოველ წელიწადს მილიონზე მეტი ადამიანი გადის უკრაინიდან. საქართველოში უფრო მეტი მიგრაციაც არის, ვიდრე უკრაინაში, მაგრამ ორი ქვეყანა კარგავს მოსახლეობას, იცლება სისხლისგან და კარგავს ეკონომიკურ პერსპექტივას, იმიტომ რომ არ არის ეკონომიკური ზრდა. ამ პირობებში საჭიროა დაბრუნება და სიტუაციის შეცვლა ორივე ქვეყანაში" - თქვა სააკაშვილმა.





