უბედური შემთხვევა

ხობის რაიონში, ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

flickr

ხობის რაიონში, სოფელ ხამისკურში ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები