საფრანგეთი

საფრანგეთში ორი სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების გამო სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

getty

სამხრეთ საფრანგეთში ორი სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების გამო სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას, კარსეს ტბაზე, მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ერთი პილოტის ძებნა.  

ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები საფრანგეთის ერთერთ სამხედრო სკოლას ეკუთვნოდა.

ამ ეტაპზე, უცნობია შეჯახების მიზეზი.

კომენტარები