"პრემიერმინისტრმა დედაქალაქის მერს ქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა" - შესაბამისი სათაურით განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
"ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დროს, პრემიერმინისტრმა კახა კალაძეს დედაქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა და თბილისში პოზიტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მინდა, წარმატება ვუსურვო კახა კალაძეს. ის დინამიკა, რაც მან შემოიტანა, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ თბილისი, მათ შორის ინვესტორებისთვის, სახეა, ხშირად პირველი შეხების წერტილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში სერიოზული, პოზიტიური სურათი გვქონდეს." - თქვა პრემიერმინისტრმა.





